საზოგადოება
13.11.2024 16:04
იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის კი 30 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პროგრამას, პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

„კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: grant@justice. gov. ge.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერია.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით დააფინანსა.

კვირის ამბები