კულტურა
13.11.2024 16:02
გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმი 84 წლისაა

გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი 84 წლისაა.

როგორც თეატრში აცხადებენ, მუზეუმი ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვან არაერთ ექსპონატს და საინტერესო მასალას ინახავს.

სამუზეუმო ფონდში ინახება უძველესი თეატრალური აფიშები, პიესები, ესკიზები, სპექტაკლების ფოტო-მასალა, მოსაწვევი ბარათები და სხვა.

„გორის თეატრის მუზეუმი თითქმის საუკუნის მანძილზე შეგროვებულ მასალას ინახავს და ქართველი ერის კულტურულ საუნჯეს წარმოადგენს. მუზეუმში სტუმრობა და დათვალიერება ყველა დაინტერესებული პირის შეუძლია.

მობრძანდით, კულტურის უძველესი ქალაქის ხელოვნების ტაძარში და დაათვალიეროთ თეატრის ფასდაუდებელი საგანძური“, - აცხადებენ თეატრში.

კვირის ამბები