13 ნოემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია პატივს მიაგებს 100 ათასი მოწამის ხსოვნას, რომლებმაც ჯალალ ედ-დინის შემოსევისას სარწმუნების დაცვას შესწირეს სიცოცხლე.
1226 წელს ხვარაზმის სულთანი ჯალალ ედ-დინი თავისი ჯარით საქართველოს შემოესია. დამპყრობელს, ქართველი ხალხის გამუსლიმანების სურვილი ამოძრავებდა და ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვას აიძულებდა, რასაც შეეწირა 100 ათასი ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაზე.
ჯალალ ედ-დინმა შემოსევის დროს სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევისა და მის ნაცვლად საკუთარი ტახტის დადგმის ბრძანება გასცა. შემდეგ, მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან მეტეხის ხიდზე გამოასვენეს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და ქალაქის მოსახლეობას მის გათელვას აიძულებდნენ. ის, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და შეურაცყოფდა ხატს, სიცოცხლეს შეინარჩუნებდა, დანარჩენებს კი თავს მოჰკვეთდნენ. ამ დღეს სარწმუნოების დაცვას ასი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ასეთი ფაქტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს.
ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.