გორის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლებში - ახრისსა და შერთულში სპორტული მოედნების მშენებლობა გრძელდება და როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოების ღირებულება 300 000 ლარზე მეტია.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოედანებზე მოეწყობა: ხელოვნური საფარი, ღობე, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები; დაიდგმება სკამები და დამონტაჟდება განათება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი