კულტურა
13.11.2024 11:30
გორის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში - „XIX ART-DUO“ მიიღეს მონაწილეობა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ანა ქებაძემ (პედაგოგი ქეთევან გრძელიშვილი) მეორე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

ანა სტეფანაშვილი (პედაგოგი ლამარა ბარამიძე) და მარიამ ნუკრაძე (პედაგოგი ქეთევან ჯანდიერი) კი მესამე კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და კონკურსი ვენაში ჩატარდა. ღონისძიებაში ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები