ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის იუნკერებმა, მსმენელებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, აგრეთვე, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისა და აკადემიის პარტნიორი საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების წარმომადგენლებმა.
„კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ნაშრომები სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ. ღონისძიებამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და აქტუალურ თემებზე იყო დისკუსიაც.
დასასრულს, მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა სერტიფიკატები გადასცა“, - ნათქვამია აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი