საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გორის თეატრს ეწვია და წარმოდგენა გამართა.
სპექტაკლის - „ძიადი თბილისში“ („წინაპართა სერობა თბილისში“) ჩვენება გ. ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე 11 ნოემბერს გაიმართა.
წარმოდგენაში თავისუფალი თეატრის მსახიობებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად უკრაინელი და ბელორუსი მსახიობები მონაწილეობდნენ.
„მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალურ ინსტიტუტს შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დრამის ფაკულტეტის დეკანმა, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა სპექტაკლი - „ძიადი“, რომელშიც უცხოელი მსახიობებიც მონაწილეობენ.
პროექტი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდის „Inspiring Culture Program“ მიერ დაფინანსდა“, -აცხადებენ თეატრში.