სპორტი
12.11.2024 12:25
სკრის და ძევერის საჯარო სკოლის გუნდები გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის და ძევერის საჯარო სკოლის გუნდები გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ.

შეჯიბრი საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და 2008-2010 წწ. დაბადებული გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური პირველობა უკვე ჩატარდა მინი ფეხბურთში, რომელშიც გამარჯვებულები დიცის და გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ. ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრი სპორტის ექვს სახეობაში და ერთ სპორტულ აქტივობაში (ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები) ტარდება. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გეზრბენში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

კვირის ამბები