სპორტი
11.11.2024 13:21
ქუთაისში გამართულ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა 18 მედალი მოიპოვეს

ხუთი - პირველი, ექვსი - მეორე და შვიდი მესამე ადგილი დაიკავეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრი ქუთაისში ჩატარდა და 2008-2010 წწ. და 2011-2013 წწ. დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები საბა მინდიაშვილი (45 კგ., 2008-2010 წწ.), გოგა ოთინაშვილი (71 კგ., 2008-2010 წწ.), ნიკოლოზ ბერიანიძე (26 კგ., 2011-2013 წწ.), აივაზ ემინოვი (29 კგ., 2011-2013 წწ.) და გიორგი ოქროპირიძე (32 კგ., 2011-2013 წწ.) გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ადგილს, ნიკა მაყიშვილმა (45 კგ., 2008-2010 წწ.), გოგა კოპაძემ (48 კგ., 2008-2010 წწ.), დათა პაპუკიშვილმა (60 კგ., 2008-2010 წწ.), აკაკი მაზმიშვილმა (65 კგ., 2008-2010 წწ.), ანდრია გამხიტასვილმა (29 კგ., 2011-2013 წწ.) და გიორგი ლობჟანიძემ (45 კგ., 2011-2013 წწ.) დაიკავეს.

ნიკა მაჭარაშვილი (48 კგ., 2008-2010 წწ.), ტარიელ სათაშვილი (51 კგ., 2008-2010 წწ.), გიორგი სიჭინავა (51 კგ., 2008-2010 წწ.), რატი რევაზაშვილი (71 კგ., 2008-2010 წწ.), მათე თუშიშვილი (26 კგ., 2011-2013 წწ.), ანდრია მახარაშვილი (29 კგ., 2011-2013 წწ.) და მათე პაპიტაშვილი (29 კგ., 2011-2013 წწ.) ტურნირის მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.

მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა.

კვირის ამბები