გორის თეატრის სკვერში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ჩააცვი ხეებს“ გაიმართა.
აქციის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიეტანათ მათთვის, ვინც ზამთარს სხვადასხვა მიზეზით მომზადებული ვერ ხვდება.
ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით მოეწყო.
„საქველმოქმედო აქცია „ჩააცვი ხეებს“ მეექვსე წელია იმართება და საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს. ღონისძიების ფარგლებში, ვაგროვებთ ტანსაცმელს და მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, ცხოვრება გავულამაზოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. შეგროვილი ტანსაცმელი საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9) გადამისამართდება, სადაც მსურველები ყოველ შაბათ-კვირას მივლენ და სასურველ ტანსაცმელს აარჩევენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი