საზოგადოება
18.03.2020 20:31
ყოველდღიური საკვები რაციონის შვიდ უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება - ირაკლი ჩიქოვანი

ყოველდღიური საკვები რაციონის 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება პროდუქტების ჩამონათვალს, ის სასურსათო პროდუქტები რომლებზეც ფასი არ გაიზრდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაასახელა: „ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები - ეს ყოველდღიურ რაციონში შემავალი საკვებია, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებისმექანიზმს ავამოქმედებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლის ინტერესებთან ერთად ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ბიზნესი გვჭირდება. ამიტომ შევაჯერებთ პოზიციებს და

ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო მაქსიმალურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, ისეთს, რომელიც არცერთ ქვეყანას არ გადაუდგამს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კვირის ამბები