საზოგადოება
11.11.2024 11:05
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელთან დაკავშირებით, საგურამოში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ხორბალაძე დააჯილდოვეს

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელთან დაკავშირებით, საგურამოში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.

გაიმართა ბავშვთა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში,  პრემია „საგურამოს“  და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი გორელი პოეტი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი გიორგი ხორბალაძეა.

თანამედროვე ავტორმა ლაურეატის წოდება ნომინაციაში - კრიტიკა დაიმსახურა.

„საოცარი დღე იყო. შემიძლია ვთქვა, რომ პრემია „საგურამო“ ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა დღეს და ასე იქნება მუდამ. ასე მგონია, ამ პრემიას ილიას სულის ნაწილი მოჰყვება. დიდი მადლობა მუზეუმს, ჟიურის და ფინანსურ მხარდამჭერს“, - აღნიშნა გიორგი ხორბალაძემ.

ცნობისთვის, ყოვეწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო” 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა“ და შპს „კალასის“ თაოსნობით დაარსდა და შემდეგ ნომინაციებში: პოეზია, პროზა, თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები გაიცემა.

კვირის ამბები