გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები აკაკი წერეთლის პოემის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „გამზრდელი“ (დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი ნიკოლოზ საბაშვილი) ითამაშებენ.
ერთმოქმედებიან წარმოდგენაში, ქრისტი ჩხიკვაძე, ნიკოლოზ გოგიძე, ანდრია ვაჭრიძე და კონსტანტინე კახიშვილი მონაწილეობენ.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა გორის თეატრის სალაროში უკვე შეუძლიათ.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება