დღეს, 8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოში 2001 წლიდან დაარსდა და ბანკირის დღის დაწესება არაერთ სიმბოლურ თარიღს უკავშირდება.
ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკის და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების 125-ი წლისთავის და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლის და პირველი ხელმძღვანელის - ილია ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.
საქართველოში ბანკირთა პროფესიული დღე - „ბანკირის დღე“, 23 წელია ყოველ 8 ნოემბერს არაერთი ღონისძიებით აღინიშნება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი