საზოგადოება
08.11.2024 10:51
ადგილობრივი ქალებისთვის სამეწარმეო და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ატენის სათემო ჯგუფის წევრები სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ

ატენის სათემო ჯგუფის წევრები სოფლად მცხოვრები დამწყები მეწარმე ქალებისთვის სამეწარმეო ტრენინგების და მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობენ.  

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს ადგილობრივი ქალებისთვის სამეწარმეო და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

„პროექტის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში, რომელსაც „ფონდი ტასო“ ახორციელებს, ატენის სათემო ჯგუფის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ნაწილს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის აპრილიდან გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაიწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები