გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. სტიქიამ ქვეშში, ქვემო არცევში, საქაშეთში, ხვითსა და შინდისში ყურძნის, პომიდვრის და ნაწილობრივ ვაშლის მოსავალი გაანადგურა. ამ წუთებში ადგილზე არსებულ ვითარებას გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ეცნობიან. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.