გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 515 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის მიხედვით ჭაბურღილები, წყალსადაწნეო კოშკი, საქლორატორო და შიდა ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, დამონტაჟდება მრიცხველები.
„ამ დროისთვის ახალი სასმელი წყლის სისტემით სოფელში მცხოვრები 878 ოჯახიდან 363 სარგებლობს. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021-2023 წლებში განახორციელა. მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მიზნით, სამუშაოები ნაწრეტში, ქვემო შავშვებში, ტირძნისსა და ზერტში დაიგეგმა. პროექტების შედეგად, სასმელი წყლით 1000-მდე ოჯახი ისარგებლებს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება