მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელი 16 ნოემბერს თბილისიდან 12:50 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 18:05 საათზე ჩავლენ.
17 ნოემბერს კი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით რეისი 00:30 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:55 საათზე იქნება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი