საგანმანათლებლო პროექტი „ჩემი სოფლის ორნამენტი“ გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამა სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება და სკოლის 30-მდე მოსწავლეა ჩართული.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ხეზე კვეთას სწავლობენ. სასწავლო პროცესი 6-თვიანია და ნოემრის ბოლოს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
„აღნიშნული პროექტის მიზანი პროფესიული ცოდნის და უნარების განვითარებაა, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარება.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი