საზოგადოება
07.11.2024 11:18
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გორის მერია სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს ფინანსურად ეხმარება

ადგილობრივი თვითმმართველობა ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით(ცელიაკიაICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება- მოქალაქეების ზემოხსენებული კატეგორია წელიწადში ერთხელ500 ლარიან შემწეობას მიიღებს.

გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სოციალური დახმარებას მიიღებენ დიალიზზე მყოფი ადამიანებიც. ასეთ პირებზე წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა.

დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.

კვირის ამბები