საზოგადოება
06.11.2024 15:06
პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ესსეების კონკურსი ცხადდება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სკოლის მოსწავლეებისთვის ესსეების კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX - XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

რაც შეეხება თემატიკას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; პერსონალური მონაცემების დამუშავება მობილური აპლიკაციებით; მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა წარმოადგენს.

„ნაშრომების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@pdps.ge -ზეა შესაძლებელი, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს. თითოეულ მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს და გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდზე www. personaldata. ge.

კვირის ამბები