გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები სპექტაკლს სახელწოდებით - „ვოდევილები“ (დადგმა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძე) ითამაშებენ.
ერთმოქმედებიან წარმოდგენაში, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება, ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, მალხაზ შაყულაშვილი და მანანა ბერიძე მონაწილეობენ.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა გორის თეატრის სალაროში უკვე შეუძლიათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება