საერთაშორისო გამოფენაში Amsterdam Private Label Trade Show 2025 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 6 ნოემბერს დაიწყო და 20 ნოემბრის 18:00 სთ-ის ჩათვლითაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
„საერთაშორისო გამოფენა - Amsterdam Private Label Trade Show 2025, 20 - 21 მაისს ქალაქ ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) გაიმართება და მონაწილეობას 73 ქვეყნიდან 2 900-ზე მეტი კომპანია მიიღებს.
აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.