საზოგადოება
06.11.2024 10:43
ზეღდულეთში ქარმა საცხოვრებელს და დამხმარე შენობას სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

სოფელ ზეღდულეთში ქარმა საცხოვრებელს და დამხმარე შენობას სახურავები გადახადა, ასევე, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და სადენები.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავით ცერცვაძესთან ერთად ზეღდულეთში, ელიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

სიმონ გულედანის თქმით, ელიაშვილების ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.

„მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიის და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები. სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტროენერგის მიწოდება, ხოლო იმ რამდენიმე სოფლს, სადაც დენის მიწოდება შეფერხებულია, შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები