სპორტი
05.11.2024 11:32
გორელმა ძიუდოისტებმა საქართველოს სარეიტინგო პირველობაზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა საქართველოს სარეიტინგო პირველობა ძიუდოში.

შეჯიბრი 2012-2013 წწ. დაბადებულ ძიუდოისტებს შორის ჩატარდა.

რაც შეეხება პრიზიორებს, ლაშა ჯოლბორდმა (60 კგ.) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.

ზაზა ხუციშვილი (38 კგ.), გიორგი პიპანაშვილი (60 კგ.) და ილია ჩიხლაძე (60 კგ.) მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.

საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან ორი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის კლუბის - „ვიპ ძიუდო“ წარმომადგენლია.

ზაზა ხუციშვილი - „გორიჯვრის“, ილია ჩიხლაძე კი „ლომჭაბუკის“ ძიუდოისტია.

კვირის ამბები