ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი შეეძინებათ, ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსურად ეხმარება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, ფინანსურ დახმარებას გაუწევს იმ პირებსაც, ვისაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტატუსი აქვს, ან ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები ჰყავს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი0-დან 18 წლამდე), ბენეფიციარებს300 ლარი გადაეცემათ. 4-შვილიანი ოჯახების დასახმარებლად(ოთხივე შვილი0-დან18 წლამდე) წელიწადში ერთხელ- 500 ლარი გაიცემა. 5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება(ყველა შვილი0-დან18 წლამდე) კი, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე200 ლარია.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარებას, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები(0-დან18-წლამდე) და სარეიტინგო ქულა0-დან– 150 000 ის ჩათვლით აქვთ მინიჭებული, 500 ლარი გადაეცემათ.
ზემოხსენებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge