გორის მუნიციპალიტეტის მერია დედ-მამით ობოლი ბავშვების ფინანსურ დახმარებას აგრძელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე, აფინანსებს ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებსაც.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება 350 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რაც შეეხება დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარებას, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, მათზე წელიწადში ერთხელ 1000 ლარი გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა დახმარების მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.