გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე, სოფლებში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორში გელდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი. პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და ტროტუარების მოწყობას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრზე 408 მეტრია. უნდა აღინიშნოს, რომ გელდიაშვილის ქუჩაზე წლებია, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი