საზოგადოება
01.11.2024 13:17
ზეღდულეთის საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი პედაგოგის ლილი ბერიანიძის ბაღიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი პედაგოგის ლილი ბერიანიძის ბაღიდან გაცილების ღონისძიება გაიმართა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა ლილი ბერიანიძეს 46- წლიანი პედაგოგიური საქმიანობის და თაობების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლურად საჩუქრები გადასცა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბაღის კედლებში გავატარე. ეს ყველაზე გულწრფელი ადამიანების - ჩემი აღსაზრდელების სიყვარულმა შემაძლებინა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ძალიან ემოციურია ბავშვებთან და კოლეგებთან დამშვიდობება.

მინდა, მადლობა გადავუხადო სააგენტოს ხელმძღვანელს და თითოეულ თანამშრომელს ასეთი ყურადღებისთვის და პიროვნული დაფასებისთვის“, - აღნიშნა ლილი ბერიანიძემ.

ღონისძიების დასასრულს აღსაზრდელებმა საშემოდგომო თემატიკასთან დაკავშირებული აქტივობებიც შეასრულეს. ზეიმს სააგენტოს თანამშრომლები, საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელების მშობლები ესწრებოდნენ.

 

კვირის ამბები