გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
სკოლის ეზოში მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების ორგანიზებით, ხელნაკეთი ნივთების და საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და რეალიზაციიდან შესული თანხით სოფელში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ.
„არაჩვეულებრივი, სიკეთის დღე იყო ქვახვრელის საჯარო სკოლაში. საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთო დიდი თუ პატარა, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანა ამ კეთილშობილურ საქმეში.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს - მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, სოფლის თემის წარმომადგენლებს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ბერძნიშვილს და მის თანამშრომლებს, სხვა სკოლების დირექტორებს, რომელთა სტუმრობამაც გაგვილამაზა დღევანდელი ღონისძიება“, - აღნიშნა ქვახვრელის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია ოხანაშვილმა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი