გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ჩააცვი ხეებს“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 10 ნოემბერს ჩატარდება. მსურველებს 12:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ, სკვერში თბილი ტანსაცმელი მიიტანონ და დატოვონ მათთვის, ვინც ზამთარს მომზადებული ვერ ხვდება. საღამოს 15:00 საათის შემდეგ, სამოსი შეგროვდება და გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის გორის ფილიალში (ბარნოვის ქ. 9), სადაც მსურველებს სამოსის არჩევა შეეძლებათ.
„გორის თეატრის სკვერში შეგიძლიათ მოიტანოთ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, კაშნე, სვიტერი, ჟილეტი, ქურთუკი, პლედი და ყველაფერი ის, რაც თბილია. „ჩააცვი ხეებს“ და ვისაც უჭირს თავად განმოსავენ და შეიმოსებიან. დღის ბოლოს კი, შეგროვებული ტანსაცმელი გადამისამართდება წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალში და იქიდან წაიღებენ ჩვენი ბენეფიციარები. გელოდებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თხოვნას თითოეული გორელი გულთან მიიტანთ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით, მეექვსე წელია იმართება.