საზოგადოება
31.10.2024 13:37
31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

1996 წლიდან, 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.

„გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება. ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადის და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

ასევე, სააგენტოს მიერ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები