გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მეჯვრისხევსა და ფხვენისში სკვერების მოწყობის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტების მიხედვით მოეწყობა ბილიკები (დეკორატიული ფილებით), კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები. დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, გარეგანათება, ტრენაჟორები. გარდა ამისა, გაკეთდება მოაჯირი, განთავსდება საპარკე ავეჯი და გამწვანდება ტერიტორია.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ათამდე სოფელში ხორციელდება. მეჯვრისხევსა და ფხვენისში სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება