გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
აქტივობა ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება და 13:00 საათზე დაიწყება
საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების და საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. რეალიზაციიდან შესული თანხით კი სოფელში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
„საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების ორგანიზებით იმართება. მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნილ სხვადასხვა ნივთს წარმოადგენენ. ღონისძიებას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაესწრებიან“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ქვახვრელის საჯარო სკოლის დირექტორმა მზია ოხანაშვილმა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი