გორის „გორი“ მორიგ საფეხბურთო მატჩს გამართავს.
ადგილობრივი გუნდი ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ლიგა 3-ის 25-ე ტურის შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება.
თამაში 14:30 საათზე დაიწყება და ქართლის სტადიონი უმასპინძლებს.
გასულ შეხვედრაში „გორი“ „ვარკეთილს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
ამჟამად, „გორი“ სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.