საზოგადოება
30.10.2024 14:46
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კომბაინის და სხვა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება.

„გორის ბმაცნეს“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას.

რაც შეეხება პროგრამით სარგებლობის პირობებს, ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის ბენეფიციარს, ასევე, არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის გაცნობას სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: my. rda. gov. ge შეძლებენ.

კვირის ამბები