გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმს 170-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა და ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდული პროექტების შესახებ. ასევე, დაეუფლნენ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელიც პროექტის წერისთვისაა აუცილებელი.
ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვერიკო ხელისუფალმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს. აგრეთვე, ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საპროექტო განაცხადის სტრუქტურის, პროექტის წერის და მართვის საკითხებზე.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი