საზოგადოება
29.10.2024 10:55
29 ოქტომბერი ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 29 ოქტომბერს ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

თარიღი 2006 წელს დაწესდა და აღნიშვნის მიზანია, პირველ რიგში, ახალგაზრდობის ცოდნის ამაღლება ინსულტის პრობლემებზე, პირველადი დახმარების დროული, სწორი აღმოჩენის შესაძლებლობაზე და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე.

ინსულტის ეს არის სწრაფად განვითარებადი ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, რა დროსაც თავის ტვინში არტერიის დახშობის ან სისხლძარღვის კედლის გახეთქვისას (სისხლის ჩაქცევის გამო), სისხლის მიწოდების შეწყვეტის შედეგად ხდება ნერვული უჯრედების დაზიანება ან სიკვდილი. დაავადება ერთდროულად იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას და მისი ფუნქციის მოშლას.

ეს დიაგნოზი დღესდღეობით მსოფლიოში სიკვდილის და ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება.

ინსულტის გადატანის შემდეგ, ადამიანთა 31% საჭიროებს სხვის დახმარებას, 20 %-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული და მხოლოდ8% უბრუნდება სამსახურს.

ინსულტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება სრულფასოვანი, დაბალანსებული კვებაა. ხშირად ინსულტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლებელია რაციონიდან რაფინირებული და ცხიმიანი პროდუქტების ამოღებით.

2004 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინსულტი გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა.

კვირის ამბები