გორელმა მთამსვლელებმა ალპინიადაში მიიღეს მონაწილეობა.
ზაზა ცერცვაძემ, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა და იოსებ გორგიშელმა ხდის ხეობაში (ყაზბეგი) მწვერვალი „გორი“ დალაშქრეს.
ალპინიადა საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„მთამსვლელთა ჯგუფმა, ცუდი კლიმატური პირობების (თოვლი, ყინვა) მიუხედავად, მაინც შეძლო მწვერვალის დალაშქვრა. ვულოცავთ და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მთამსვლელებს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი