ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5 %-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.931 %-ით (1 119 967 ხმა) ლიდერობს;
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 11.035 % (229 163 ხმა);
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167% (211 130 ხმა);
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.81 % (182 955 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768 % (161 327 ხმა).
შეგახსენებთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი