საზოგადოება
28.10.2024 14:38
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა

27 ოქტომბერს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული „იაკობობა“ გაიმართა.

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება 13:00 საათიდან დაიწყო და სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილი საჯარო სკოლების კუთხეები, ფაცხები საშემოდგომო ნობათით, ასევე, გაიმართა მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

მწერლის დაბადების დღეს - 27 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მუზეუმი უფასოდ მასპინძლობდა სტუმრებს.

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „დედაენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა. ცნობილი მწერალი 72 წლის ასაკში, 1912 წელს გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები