სსიპ - გორის №3 საჯარო სკოლა ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება შესაბამისი სპეციალობით; ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
გავლილი ჰქონდეს ტრენინგი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით; იცოდეს კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
შეძლოს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების შეფასება; მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურ სამუშაოების განხორციელება;
საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტირება გაუწიოს პედაგოგებს; შეეძლოს, ასევე, მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის კონსულტაციის გაწევა.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 1-ელი ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.