კვარიათში გამართულ მიხეილ ხერგიანის თასზე გორის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი ბუნებრივ კედელზე ცოვაში ჩატარდა და გორის მუნიციპალიტეტისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მოსწავლე ახალგაზრდობის ტურისტულ-სპორტული ცენტრის მოსწავლე-მეკლდეურები ასპარეზობდნენ.
„მონაწილეებს ურთულეს ბუნებრივ პირობებში მოუწიათ გამოსვლა, თუმცა გორის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მეოთხე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ სამსაჯო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მსაჯის პოზიციაზე მიწვეული იყო მიხეილ ცერცვაძე (ტურიზმის განყოფილების უფროსის თანაშემწე) გორის გუნდს კი ამავე განყოფილების შიდა ტურიზმის ინსტრუქტორ-სპეციალისტი მამუკა ნადირაძე ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურნირი აჭარის სპორტის დეპარტამენტის და საქარველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ცნობისთვის, მიხეილ ხერგიანის სახელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არაერთი წარმატება უკავშირდება. მთასვლელს ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ერთ-ერთი შეჯიბრების დროს „კლდის ვეფხვი“ უწოდა.