მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უბნებზე ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, გამოეწვიათ სხვადასხვა უარყოფითი შედეგები, ჩვენმა ხალხმა გონივრული არჩევანი გააკეთა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლია მამულაშვილმა განაცხადა.
,,დღევანდელი დღე მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უბნებზე ოპოზიციურ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, გამოეწვიათ სხვადასხვა უარყოფითი შედეგები, ჩვენმა ხალხმა გონივრული არჩევანი გააკეთა, ხმა მისცა მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებას და ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ენა, მამული, სარწმუნოება იყოს მთავარი. მინდა, მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, მივულოცო ეს შედეგები და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვო წინსვლა, წარმატებები და ყოველთვის ასე სწორ გზაზე ვმდგარიყავით. ღირსებით შევალთ ჩვენ ევროპაში“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლია მამულაშვილმა.