საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა გრძელდება.
მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.
შეგახსენებთ, მიწის სისტემური რეგისტრაცია, საქართველოს მასშტაბით, 2022 წელს დაიწყო და ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (თვითმმართველი ქალაქების და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეთათვის სრულიად უსასყიდლოდ, წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით აზომავს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
რეფორმა მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვრებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება