2024-2025 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროცესი 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონულად: ol -reg . naec . ge / register უნდა გაიარონ.
ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდება.
„მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც. რაც შეეხება მსურველებს, რომლებსაც ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა ესაჭიროებათ, შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი