სპორტი
24.10.2024 13:43
სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს

სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი 20-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა.

ტურნირის გამარჯვებული დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ.) გახდა. სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.

ლუკა ვანიშვილმა (70 კგ.)ვერცხლის, ნიკა ზანგალაძემ (61 კგ.) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ორივე მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე ოთხი - ოქროს, ერთი - ვერცხლის, ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

კვირის ამბები