საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში, 25 და26 ოქტომბერს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირებს, რომელთაც25 ოქტომბერს უწევდათ მათ მიერ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს 28 ოქტომბერს მიიღებენ.
„პირებს, რომელთაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე(მოედანი) გასვლა უწევდათ25-26 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ28 ოქტომბერს;
იმ მოქალაქეებს კი, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე25 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;
პირებს, რომელთაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 25-26 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 28 ოქტომბრის ჩათვლით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხებათ მოქალაქეებს რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ25-26 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ28 ოქტომბრის ჩათვლით.