შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამომძიებლების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია გორის ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ამასთან, მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ქურდობის ფაქტი გუშინ, გორში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში დაფიქსირდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება