საზოგადოება
24.10.2024 13:40
24 ოქტომბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეა

დღეს, 24 ოქტომბერს გაეროს დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

გაეროს ძირითადი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების ხელშეწყობა და განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა. სამართლიანი სამყაროს, თანასწორი საზოგადოებისა და ღირსეული ცხოვრების მისწრაფება ორგანიზაციის ცენტრალური იდეებია. გაერო დღესდღეობით წარმოადგენს უნივერსალურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი 1992 წლის 31 ივლისს გახდა, რასაც 1993 წლის დასაწყისში საქართველოში გაეროს ოფისის გახსნა მოჰყვა.

კვირის ამბები